среда, 11 июля 2018 г.

ტრენინგის რეფლექსია

                                                               რეფლექსია

ეს ტრენინგი ჩემთვის მნიშვნელოვანი და ბევრის მომცემი აღმოჩნდა, დავეუფლე ისეთ  ცოდნას, როგორიცაა პროექტისთ სწავლება. პროექტების დაგეგმვა, გავეცანი პორტფოლიოს და პროექტის შეფასების რუბრიკებს, ვისწავლე ბროშურისა და გაზეთის შექმნა, გეგმის შედგენა , რომელიც ორიენტირებულია პროექტზე. ყოველ ტრენინგზე კოლეგები ერთმანეთს ვაძლევდით უკუკავშირს, ვეხმარებოდით ერთმანეთს და ვითვალისწინებდით შენიშვნებსა და მითითებებს. ვეცდები მიღებული ცოდნა ხშირად გამოვიყენო სასწავლო პროექტების შესრულების დროს. დიდი მადლობა რუსუდან მარკოზაშვილს საინტერესო და მრავლისმომცემი ტრენინგისთვის. 

პროექტის პორტფოლიო

ტრენინგის მეცხრე დღე

                                                                რეფლექსია
დღეს არის ტრენინგის ბოლო დღე. გავიხსენე და გავიმეორე  განვლილი მასალა.  პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა, პორტფოლიოს შეფასების ჩეკლისტი, გადავამოწმე ჩემი პორტფოლიო, ხომ არ მაკლდა რამე დოკუმენტაცია და  ავტვირთე ბლოგზე. რათა ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის.  ყველამ მოახდინა თავისი პორტფოლიოს პრეზენტაცია.   მივეცით ერთმანეთს  უკუკავშირი.დღე იყო საკმაოდ საინტერესო  და ნაყოფიერი.  დიდი მადლობა ტრენერს რუსას, რომელმაც არ დაზოგა ძალები და ბოლომდე სრულყოფილად შეგვასრულებინა დავალებები. 

პროექტის პორტფოლიო

пятница, 6 июля 2018 г.

ტრენინგის მერვე დღე

დღეს განვიხილეთ დეტალურად ყველა ის პუნქტი, რომელიც გავიარეთ ამ დღეების განმავლობაში.  შევადგინე პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა.  ასევე  გავეცანი დიფერენცირებულ სწავლებას. შევქმენი რესურსები კონკრეტული ტიპის მოსწავლეთათვის. ( მოსწავლეთა მხარდაჭერა)  მაღალი და დაბალი აკადემიური მოსწრების, არაქართულენოვანი მოსწავლისთვის, სსსმ მოსწავლისთვის.  ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე. შევქმენი გაზეთის შაბლონი

среда, 4 июля 2018 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

                                                         რეფლექსია
დღეს შევაჯამეთ  წინა დღეებში განვლილი მასალა. შემდეგ განვიხილე ყველა შეფასების მეთოდი სათითაოდ,  მისი მიზანი და გამოყენება. ასევე შეფასების ინსტრუმენტები და საშუალებები. შევიტანე სასწავლო გეგმაში.   შევადგინე  შეფასების რუბრიკები და ჩეკლისტები ჩემი პროექტიდან გამომდინარე. შევადგინე პროდუქტის (ჩემს შემთხვევაში გაზეთის )  შეფასების რუბრიკა ასევე გავეცანი მზა ბიბლიოთეკას.რასაც შემდგომში   წარმატებით გამოვიყენებ  შეფასების რუბრიკის შედგენისას.

ტრენინგის რეფლექსია

                                                               რეფლექსია ეს ტრენინგი ჩემთვის მნიშვნელოვანი და ბევრის მომცემი აღმოჩნდა, და...